ზურაბ ალავიძე:  მჯერა, რომ კახა კალაძე პირველივე ტურში გაიმარჯვებს

ზურაბ ალავიძე: მჯერა, რომ კახა კალაძე პირველივე ტურში გაიმარჯვებს

მჯერა, რომ კახი პირველივე ტურში გაიმარჯვებს და ამით გაიმარჯვებს თბილისი, - ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ზურაბ ალავიძემ განაცხადა.

მან კახა კალაძის საქმიანობა შეაფასა და თბილისის მერის არჩევნებში მის შანსებზე ისაუბრა.

„კახის წარმატებები პოლიტიკაში თვალსაჩინოა. ასევე, დიდი წვლილი აქვს კახის ქვეყნის ენერგეტიკის განვითარებაში. საკმაოდ ბევრი გააკეთეს მან და მისმა გუნდმა, რომ ქვეყანა მოხვედრილიყო ევროპის ენერგოგაერთიანებაში. ძალიან მნიშვნელოვანია კახის და მისი გუნდის წვლილი ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობისკენ გადადგმულ ნაბიჯებში. დეტალებში აღარ შევალ. მე კახის მხარს ვუჭერ ძალიან. დარწმუნებული ვარ, რომ ის გაიმარჯვებს და დარწმუნებული ვარ, რომ ამით თბილისი გაიმარჯვებს. რაც შეეხება იმას, არის თუ არა უკონკურენტო... კონკურენტები, ალბათ, არიან, მაგრამ მე მჯერა, რომ კახი ამ არჩევნებში პირველივე ტურში გაიმარჯვებს“, - განაცხადა ზურაბ ალავიძემ.