საქართველოს საპარლამენტო და სამთავრობო დელეგაცია დასაქმების პოლიტიკაზე ვენაში შეხვედრებს აგრძელებს

საქართველოს საპარლამენტო და სამთავრობო დელეგაცია დასაქმების პოლიტიკაზე ვენაში შეხვედრებს აგრძელებს

საქართველოს პარლამენტისა და სამთავრობო დელეგაცია ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის,  სოფო კილაძის ხელმძღვანელობით ვენაში შეხვედრებს აგრძელებს.

დელეგაციის შემადგელობაში შედიან, განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტისთავმჯდომარე, მარიამ ჯაში, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტისთავმჯდომარე, აკაკი ზოიძე, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე, ნინო ბერძული, განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე, ქეთევან ნატრიაშვილი,  ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ეკონომიკური პოლიტიკის დეპარტამენტის დირექტორი, ცისნამი საბაძე.

ვიზიტის მიზანია, ავსტრიული გამოცდილების გაცნობა საქართველოში დასაქმების ერთიანი პოლიტიკისა და ახალი საკანონმდებლო ინიციატივების შემუშავების კუთხით.

ვიზიტის ფარგლებში, დელეგაცია ავსტრიის დასაქმების სახელმწიფო სერვისს, ასევე, სახელმწიფოს მიერ დაფინანსებულ სოციალურ საწარმოს ესტუმრა. სტუმრები ადგილზე გაეცნენ დასაქმების სახელმწიფო სერვისის მიერ სამუშაოს მაძიებელთა ვაკანსიების შესახებ ინფორმირებისა და სამუშაოს ძიების პროცესში სახელმწიფოს მხრიდან მხარდაჭერის ძირითად საკითხებს.

დელეგაციამ შეხვედრა გამართა, ასევე, ვენის შრომისა და დასაქმებულთა პალატის დირექტორთან. შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს ავსტრიის დასაქმებულთა უფლებების დაცვის მექანიზმებზე, ასევე, პალატის, როგორც დასაქმებულთა ინტერესების დამცველი ორგანიზაციის ფუნქციასა და როლზე დასაქმებულთა ინტერესების გატარების საკითხებში.

დელეგაციამ შეხვედრა გამართა ავსტრიის პარლამენტის წევრთან, ავსტრიის სახალხო პარტიის განვითარების პოლიტიკის სპიკერ ფრანც-იოზეფ ჰუაინიგთან. მხარეების საუბრის ძირითადი თემა შშმ პირთა უფლებების დაცვა, მათი დასაქმების საკითხები და პარლამენტებს შორის ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავება წარმოადგენდა.

ვიზიტი ხორციელდება გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) პროგრამის „ევროპულ სტანდარტებთან სამხრეთ კავკასიის სამართლებრივი დაახლოება"კომპონენტის - „დღის წესრიგის 2030 მოთხოვნების გათვალისწინება რეგულირების ზეგავლენის შეფასებაში საქრთველოში" - ფარგლებში.

ვიზიტის მხარდამჭერია, ასევე, ავსტრიაში საქართველოს საელჩო და ავსტრიაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, კონსტანტინე ზალდასტანიშვილი.