ფრედი მერკური დიდ ეკრანზე

ფრედი მერკური დიდ ეკრანზე

ამერიკული გამოცემა „Rolling Stone”-ს ინფორმაციით, მიმდინარე წლის დასასრულს ჯგუფი „Queen”-ის ლეგენდარული ვოკალისტი ფრედი მერკურის შესახებ ბიოგრაფიული სურათის გადაღება დაიწყება.

ჯერჯერობით უცნობია ამ მხატვრული ფილმის დასახელება და მისი რეჟისორის ვინაობა.

ამ კინოპროექტის ინიციატორები ბრაიან მეი, როჯერ ტეილორი, გრემ კინგი და სტივენ ფრირზი არიან.

უკვე ცნობილია რომ ფრედი მერკურის როლს ცნობილი მსახიობი საშა ბარონ კოენი შეასრულებს, მუსიკოსის მეგობარ გოგონა მერი ოსტინს კი ამერიკელი მომღერალი ქეთი პერი განასახიერებს.

ახალ სურათზე მუშაობის დაწყება მიმდინარე წლის დეკემბერშია დაგეგმილი. მსოფლიო კინოთეატრებში მის გამოჩენას 2013 წლის ბოლოს უნდა ველოდოთ.