აქსელ როუზის „შურისძიება“

აქსელ როუზის „შურისძიება“

„Guns N’Roses” ლიდერ აქსელ როუზსა და ამავე ჯგუფის ყოფილ გიტარისტ სლეშს რთული ურთიერთობა გააჩნიათ. მუსიკოსები ერთმანეთს ვერ იტანენ.

მათ შორის ის განსხვავებაა, რომ თუ სლეში როუზის შესახებ ყოველთვის წყნარად საუბრობს, ბატონი აქსელი კოლეგას მუდამ უდიერი სიტყვებით მოიხსენიებს.

ერთი კვირის წინ „Guns N’Roses”-მა ლონდონის „O2 Arena”-ს დარბაზში კონცერტი გამართა. ღონისძიების მიმდინარეობისას აქსელ როუზმა ერთ მაყურებელს განსაკუთრებული ყურადღება მიაქცია. ამ პიროვნებას სლეშის გამოსახულებიანი მაისური ეცვა. მუსიკოსმა კონცერტი დემონსტრაციულად შეწყვიტა და სლეშის შემოქმედების თაყვანისმცემელს დარბაზის დატოვება ან ამ მაისურის გახდა მოსთხოვა.

18 წლის ჯეიმს რეველს ავადსახსენებელი მაისურის გახდა მოუწია.

ამ შემთხვევის შემდეგ აქსელ როუზმა მომავალი კონცერტების ორგანიზატორებს მოსთხოვა, რომ მისი გამოსვლების დროს დარბაზში ის მაყურებლები არ დაუშვან, რომლებსაც მისი მოსისხლე მტრის გამოსახულებიანი ტანსაცმელი ეცმევათ. ამ პირობის შეუსრულებლობის შემთხვევაში კონცერტის ჩაშლით დაიმუქრა.