ბრიტანული მას-მედიის ინფორმაციით, ცნობილი მუსიკოსი ჯორჯ ჰარისონის 33 წლის ვაჟი დანი ორი დღის წინ დაქორწინდა. მისი რჩეული ისლანდიელი მოდელი სოლვეიგ კარადოტირი გახდა.
საქორწინო ცერემონიალი ლონდონთან ახლოს მდებარე ჰარისონების მამულში გაიმართა. მას სერ პოლ მაკარტნი, რინგო სტარი და პოპულარული მსახიობი ტომ ჰენქსიც ესწრებოდნენ.
პატარძალს დიზაინერი სტელა მაკარტნის მიერ შეკერილი კაბა ეცვა.
ინგლისურმა გაზეთებმა კარადოტირის შესახებ რამდენიმე საინტერესო ინფორმაცია გამოაქვეყნეს. ქალიშვილმა სამოდელო საქმიანობა ნორჩი ასაკიდან დაიწყო. მოგვიანებით ფსიქოლოგობა გადაწყვიტა და ლონდონის ერთ-ერთი ინსტიტუტში ამ სპეციალობას საფუძვლიანად დაეუფლა.
ახლადდაქორწინებულები აშშ-ის ქალაქ ლოას-ანჯელესში დასახლებას აპირებენ.