მიმდინარე წლის 5 ივნისს, ცნობილი ამერიკული ჯგუფი „The Beach Boys”-ის ბოლო სტუდიური ნამუშევარი „That’s Why God Made the Radio” გაყიდვაში გამოჩნდა.
ერთი კვირის განმავლობაში, აშშ-ში ამ დისკის 65 ათასი ცალი გაიყიდა. ეს მაჩვენებელი ოკეანისგაღმა საუკეთესო აღმოჩნდა და ჯგუფმა გამოცემა „Billboard 200“-ის წინა კვირის ჰიტ-აღლუმში იმარჯვა.
საინტერესოა, რომ ადგილობრივი მუსიკალური რეიტინგების სათავეში „The Beach Boys” უკანასკნელად 1974 წლის ოქტომბერში იმყოფებოდა. ჯგუფის მიერ იმ პერიოდში გამოშვებული კრებული „Endless Summer” ამერიკულ ჰიტ-აღლუმში გალიდერდა.
ჯგუფი „The Beach Boys” 1961 წელს, ლოს-ანჯელესთან ახლოს მდებარე პატარა დასახლებულ პუნქტში გოტორნში ჩამოყალიბდა. მისი შექმნის იდეა სამ ძმა უილსონებს გაუჩნდათ. ჯგუფის თავდაპირველი შემადგენლობა შემდეგი იყო: ბას გიტარა - ბრაიან უილსონი, ვოკალისტი - კარლ უილსონი, მედოლე - დენის უილსონი, ვოკალისტი - მაიკლ ლავი და გიტარისტი - ალან ჯარდინი.
მათი პირველი ალბომი „Surfin’ Safars” 1961 წლით არის დათარიღებული. სამწუხაროდ მას წარმატება არ მოჰყოლია.
ჯგუფმა პოპულარობას 1963 წელს მიაღწია, როდესაც გაყიდვაში მათი სინგლი „Surfin’ USA” გამოჩნდა.