“The Beatles” კვლავ პირველია

“The Beatles” კვლავ პირველია

რამდენიმე დღის წინ გამოცემამ „Official Charts Company” ერთი გამოკითხვის შედეგები გამოაქვეყნა.

ჟურნალის თანამშრომლებმა ბოლო 60 წლის განმავლობაში, „ნისლიანი ალბიონის“ ქვეყანაში გამოქვეყნებული მუსიკალური ჰიტ-აღლუმებისა და ყველაზე გაყიდვადი შემსრულებლების რეიტინგი გამოაქვეყნეს.

აღმოჩნდა რომ კომერციული თვალსაზრისით ლეგენდარული ლივერპულელი ოთხეული დღვცანდელ დღემდე  ყველაზე პოპულარულია. ბოლო 60 წლის განმავლობაში დიდ ბრიტანეთში „The Beatles”-ის 21.9 მილიონი ცალი დისკი გაიყიდა.

ამ საპატიო სიის მეორე საფეხური ამერიკელმა ელვის პრესლიმ დაიკავა, რომელმაც კუნძულოვან სახელმწიფოში 21.6 მილიონი ალბომი გაასაღა.

მესამე ადგილზე კი უბერებელი კლიფ რიჩარდი გავიდა. თანამემამულეებმა მისი 21.5 მილიონი დისკი შეიძინეს.

გამოცემა „Official Charts Company”-ის მიერ შედგენილი ჩამონათვალის პირველი ათეული შემდეგნაირად გამოიყურება.

1. The Beatles – 21.9 მილიონი

2. ელვის პრესლი - 21.6

3. კლიფ რიჩარდი - 21.5

4. მადონა - 17.6

5. მაიკლ ჯექსონი - 15.3

6. ელტონ ჯონი - 14.8

7. Queen – 12.6

8. ABBA – 11.2

9. დევიდ ბოუი - 10.6

10. რიანა - 10.4