ორი დღის წინ ლონდონში, მუსიკალური გამოცემა „Kerrang!”-ის გასული წლის ლაუერატების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიალი გაიმართა.
ჟურნალის მთავარი ჯილდო ლეგენდარული ჯგუფი „Black Sabbath”-ის წევრებს გადაეცათ, ეს აღიარება მუსიკოსებმა დიდ სცენაზე დაბრუნების გამო მიიღეს. საინტერესოა, რომ ჯგუფის ლიდერმა ოზი ოსბორნმა „მსოფლიო როკ მუსიკის ლეგენდის“ საპატიო წოდებაც დაიმსახურა.
გამოცემის ჟურნალისტებმა მეორე ჯილდო ჯგუფი „Guns N’Roses”-ის ყოფილ გიტარისტ სლეშს გადასცეს.
რიგით მესამე პრემია ჯგუფმა „Machine Head” დაიმსახურა.
გასული წლის საუკეთესო როკ ალბომად ჯგუფი „Mastodon”-ის ნამუშევარი „The Hunter” აღიარეს, საუკეთესო კომპოზიციად კი „Black Veil Brides”-ის სიმღერა „Rebel Love Song”.
2012 წლის საუკეთესო ბრიტანულ ჯგუფად „You Me At Six” დაასახელეს, უცხოური ჯგუფებიდან ეს პატივი „ My Chemical Romance”-ს ერგო.