დიდ ბრიტანეთში, დღეს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს. ადგილობრივი დროით 09:00 საათზე, ქვეყნის მასშტაბით, 40 ათასი საარჩევნო უბანი გაიხსნა.
ამომრჩევლად 46,4 მილიონი ბრიტანელია დარეგისტრირებული. საარჩევნო უბნები თბილისის დროით 01:00 საათზე დაიხურება. საბოლოო შედეგები კი ხვალ დილისთვის იქნება ცნობილი.
წინასაარჩევნო გამოკითხვების თანახმად, მმართველი „კონსერვატიული პარტია“ ლიდერობს. პარტიას, რომელიც მანდატების ნახევარზე მეტს მიიღებს, მთავრობის ფორმირების უფლება მიენიჭება. საამისოდ კი, 326 მანდატის მოპოვებაა სჭირო.
სოციოლოგიური გამოკითხვების შედეგების თანახმად, „კონსერვატიულ პარტიას“ ხმას ამომრჩეველთა 42% მისცემს, ხოლო „ლეიბორისტულ პარტიას“ კი 35%.