რექს ტილერსონი საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის 26-ე წლისთავს ულოცავს

რექს ტილერსონი საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის 26-ე წლისთავს ულოცავს

აშშ-ს სახელმწიფო მდივანი, რექს ტილერსონი საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის 26-ე წლისთავს ულოცავს. აღნიშნულის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ მიმართვაშია ნათქვამი.

„აშშ-ის მთავრობის სახელით ქართველ ხალხს მინდა მივულოცო დამოუკიდებლობის აღდგენის 26-ე წლისთავი. ამ დღეს აღინიშნება ასევე, საქართველოსა და აშშ-ის შორის ორმხრივი ურთიერთობების 25 წელი. ჩვენ ვაფასებთ საქართველოს მტკიცე პარტნიორობას და ველოდებით საერთო ინტერესებისა და ღირებულებების განვითარებას“, - ნათქვამია რექს ტილერსონის მიმართვაში.

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის განცხადებით, აშშ მადლიერია ქართველი ჯარისკაცების და მათ მიერ გაღებული მსხვერპლის, რომლებიც აშშ-სთან ერთად მსახურობენ ავღანეთში და სოფლიოს სხვა კუთხეებში.

„ჩვენ ერთად ვზეიმობთ საქართელოს წარმატებას და ვგლოვობთ მათ, ვინც ტერორიზმთან ბრძოლაში დაიღუპა“, - აღნიშნა რექს ტილერსონმა.

„საქართველო განაგრძობს სხვებისთვის მაგალითის მიცემას თავისი ლიდერობით და დემოკრატიული პრინციპების ერთგულებით. აშშ მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში, ასევე, საქართველოს არჩევანს თვითონ განსაზღვროს თავისი მომავალი თავისუფალ ქვეყნებთან ერთად. ველოდებით მრავალწლიან თანამშრომლობასა და მეგობრობას, რათა ჩვენი ქვეყნებისთვის სტაბილურობა და კეთილდღეობა განვავითაროთ“, - დასძინა სახელმწიფო მდივანმა.