ირაკლი კობახიძე: ოპოზიციური პარტიების მიერ დეკლარირებული თანხები ბევრად ნაკლებია, ვიდრე დახარჯული აქვთ

ირაკლი კობახიძე: ოპოზიციური პარტიების მიერ დეკლარირებული თანხები ბევრად ნაკლებია, ვიდრე დახარჯული აქვთ

ირაკლი კობახიძე: ოპოზიციური პარტიების მიერ დეკლარირებული თანხები ბევრად ნაკლებია, ვიდრე დახარჯული აქვთ

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების დროს, პოლიტიკური პარტიების მხრიდან ხარჯების დეკლარირების შესახებ საუბრობს.

ირაკლი კობახიძის განცხადებით, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებისა და ექსპერტების განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ „ქართულმა ოცნებამ" მთლიანი რესურსის 2/3 დახარჯა, სინამდვილეს არ შეესაბამება. პარლამენტის თავმჯდომარემ აქვე აღნიშნა, რომ ოპოზიციური პარტიების მიერ დეკლარირებული თანხები ბევრად ნაკლებია, ვიდრე დახარჯული აქვთ.

„ხშირად საუბრობენ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და ექსპერტები, იმაზე, რომ მაგალითად, „ქართულმა ოცნებამ" დახარჯა ამ არჩევნებში მთლიანი რესურსის 2/3, რაც არის მთლიანად აცდენილი სინამდვილეს. რეალურად, დაახლოებით 10 მილიონი აქვთ დეკლარირებული ოპოზიციურ პარტიებს მაშინ, როდესაც რეალურად, მათ მიერ გაწეული ხარჯები არის დაახლოებით ათჯერ მეტი. ეს შემიძლია, პირდაპირ გითხრათ. მე თავად ვიყავი პასუხისმგებელი წინასაარჩევნო კამპანიის წარმართვაზე და აქედან გამომდინარე, მაქვს საკმაოდ ფართო ინფორმაცია იმის თაობაზე თუ რას ხარჯავდნენ ოპოზიციური პოლიტიკური პარტიები - ათ მილიონზე ბევრად მეტი აქვთ მათ დახარჯული ამ არჩევნებში", - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.

https://www.youtube.com/watch?v=iuT3xu_OUG8