ირაკლი კობახიძე:  კონსტიტუციური კანონი გადაღეჭილია

ირაკლი კობახიძე: კონსტიტუციური კანონი გადაღეჭილია

როდესაც რაღაცისკენ მოგვიწოდებენ, ის უნდა იყოს დასაბუთებული, - ასე გამოეხმაურა პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე არასამთავრობო სექტორის მოწოდებას, კონსტიტუციის პროექტის განხილვა საშემოდგომო სესიაზე დაიწყოს.

კობახიძის შეფასებით, ეს მოწოდება არის საფუძველს მოკლებული. „კითხვები პრაქტიკულად აღარ არის პროექტთან დაკავშირებით დარჩენილი, გადაღეჭილია კონსტიტუციური კანონი, ისე არის მომზადებული ახალი დოკუმენტი, თითოეული მუხლი არის ზედმიწევნით გავლილი. სამი რაუნდი ჩავატარეთ ჩვენ შეხვედრების სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიაში, ვატარებთ საკომიტეტო განხილვებს და ამას დაემატება პლენარული განხილვები.

ამაზე მეტად ფიზიკურად ვერ განიხილავ კონსტიტუციის გადასინჯვის პროექტს. აქედან გამომდინარე, როცა მოგვიწოდებენ რაღაცისკენ, ეს მოწოდება უნდა იყოს დასაბუთებული“,- განაცხადა კობახიძემ და აქვე დასძინა, რომ არასამთავრობო სექტორის აღნიშნული მოწოდება არ არის დასაბუთებული.