აფგან მუხთარლის ოჯახი პრემიერის ბოლოდროინდელ განცხადებებზე საპასუხო განცხადებას გაავრცელებს

აფგან მუხთარლის ოჯახი პრემიერის ბოლოდროინდელ განცხადებებზე საპასუხო განცხადებას გაავრცელებს

ძველი თბილისის სამმართველოს პირველ განყოფილებაში აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის მეუღლე ლეილა მუსტაფაევა კვლავ დაიბარეს.

როგორც განყოფილებაში შესვლამდე მუსტაფაევამ “ინტერპრესნიუსს” განუცხადა, ის განყოფილებაში უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებით დაიბარეს, თუმცა კონკრეტულად რას შეეხება საუბარი, ამის თაობაზე მუსტაფაევა განყოფილების დატოვების შემდეგ ისაუბრებს.

აფგან მუხთარლის ოჯახის ადვოკატის, არჩილ ჩოფიკაშვილის განცხადებით, მას შემდეგ, რაც ლეილა მუსტაფაევა განყოფილებას დატოვებს, ოჯახი საერთო განცხადებას გაავრცელებს.

როგორც “ინტერპრესნიუსს” ჩოფიკაშვილმა განუცხადა, საერთო განცხადებაში საუბარი პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის მიერ ბოლო დროს აფგან მუხთარლის საქმეზე გაკეთებულ განცხადებებს შეეხება.