მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს დამფუძნებლები აჭარის რეგიონის მასწავლებლებს შეხვდებიან

მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს დამფუძნებლები აჭარის რეგიონის მასწავლებლებს შეხვდებიან

კოალიცია „განათლება ყველასათვის - საქართველო“ და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულმა ცენტრი, მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს კამპანიის ფარგლებში, 7 ივნისს, აჭარის რეგიონის მასწავლებლებს შეხვდებიან. 

შეხვედრა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში 14:00 საათზე გაიმართება.

კოალიციის გამგეობის თავმჯდომარე ირინა ხანთაძე და ცენტრის დირექტორი გიორგი მაჩაბელი, მასწავლებლებს, მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მიზანს, კონკურსში მონაწილეობის წესებს და საკონკურსო ეტაპების ვადებს გააცნობენ. 

გამარჯვებული მასწავლებელი 5 ოქტომბერს, მასწავლებლის მსოფლიო დღეს დასახელდება. გარდა ამისა, მას, ფულადი პრიზის სახით, კამპანიის გენერალური სპონსორისგან - ინა გუდავაძე-პატარკაციშვილისგან 10 000 ლარი გადაეცემა. ასევე, კამპანიის მხარდამჭერები არიან განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, საზოგადოებრივი მაუწყებელი და ტელეკომპანია „იმედი“. 

„მასწავლებლის ეროვნული ჯილდო“ კოალიცია „განათლება ყველასათვის - საქართველოს“,  მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრსა და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შორის გაფორმებული მემორანდუმის საფუძველზე, 2017 წლის 13 მაისს დაწესდა. აღნიშნული ინიციატივა საქართველოში პირველად ხორციელდება და აკრედიტებულია მასწავლებელთა პოპულარიზაციისკენ მიმართული გლობალური კამპანიისგან - „The Global Teacher Prize“.

მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მიზანია წარმატებული მასწავლებლების გამოვლენა, საზოგადოებისთვის მათი წარდგენა და ამ გზით პროფესიის პრესტიჟის ზრდა.

მისამართი: ნინოშვილის/რუსთაველის ქ. 35/32