აფგან მუხთარლის საქმეზე ჟურნალისტები ამერიკის ელჩს შეხვდებიან

აფგან მუხთარლის საქმეზე ჟურნალისტები ამერიკის ელჩს შეხვდებიან

ქარტიისა და სხვადასხვა მედიასაშუალებების წარმომადგენლები აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მურთარლის საქმეზე დღეს საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს იან კელის შეხვდებიან. შეხვედრა 11:00 საათზე საელჩოს შენობაში გაიმართება.

აზერბაიჯანელი ჟურნალისტის საქმეზე მედიის წარმომადგენლები გუშინ საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელს იანოშ ჰერმანს შეხვდნენ.