სკოტლანდ იარდმა ლონდონის ტერაქტის შემსრულებლების ვინაობა დაასახელა

სკოტლანდ იარდმა ლონდონის ტერაქტის შემსრულებლების ვინაობა დაასახელა

სამართალდამცველებმა ლონდონის სამი ივნისის ტერაქტის განხორციელებაში მონაწილეთა ვინაობა დაასახელეს - რაშიდ რედვანი და 27 წლის ხურამ ბათი. ამის შესახებ სკოტლანდ იარდში განაცხადეს. 

3 ივნისს, გვიან ღამით, სამი ტერორისტი ლონდონის ხიდზე ავტომანქანით ხალხის ჯგუფს დაეჯახა. შემდეგ მათ ბორო-მარკეტთან გადაინაცვლეს, სადაც მანქანიდან გადმოვიდნენ და დანებით თავს დაესხნენ გამვლელებს.

ბოლო მონაცემებით, ტერაქტს შვიდი ადამიანი ემსხვერპლა, 48 ჰოსპიტალიზებულია. მათგან 21-ის მდგომარეობა კრიტიკულია. დაშავებულთა შორის ოთხი პოლიციელია.