ლევან ბოძაშვილმა თანამდებობა დატოვა

ლევან ბოძაშვილმა თანამდებობა დატოვა

უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე ლევან ბოძაშვილმა თანამდებობა დატოვა. აღნიშნული ინფორმაცია "ინტერპრესნიუსს" ბოძაშვილმა დაუდასტურა. მან თანამდებობის დატოვების კონკრეტულ მიზეზებზე არ ისაუბრა, თუმცა, როგორც ცნობილია, ლევან ბოძაშვილი არ შეურთდა უშიშროების საბჭოს აპარატის მიერ საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით მომზადებულ კომუნიკეს. 

კომუნიკეს, რომელიც ეროვნული უშიშროების საბჭომ დღეს გაავრცელა, დავით რაქვიაშვილის ყველა მოადგილის ხელმოწერა ჰქონდა, ბოძაშვილის გარდა.

როგორც ცნობილია, ლევან ბოძაშვილი 6 აპრილს შვეიცარიის კონფედერაციაში საქართველოს ელჩად დაინიშნა. დიპლომატის უფლებამოსილების შესრულებას ის ოქტომბრიდან უნდა შეუდგეს.