დიდი იმედი მაქვს, ცივილიზებული სამყარო კონსოლიდაციით შეძლებს დაამარცხოს ეს უდიდესი სენი, რომელიც მსოფლიოს შეეყარა

დიდი იმედი მაქვს, ცივილიზებული სამყარო კონსოლიდაციით შეძლებს დაამარცხოს ეს უდიდესი სენი, რომელიც მსოფლიოს შეეყარა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ლონდონის ტერაქტის შედეგად დაღუპულთა ოჯახებს, ბრიტანეთის მთავობასა და ბრიტანელ ხალხს მიუსამძიმრა. 

გიორგი კვირიკაშვილმა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში სიტყვით გამოსვლა, სადაც „ჯორჯიან ეარვეისმა“ ახალი მიმართულების, თბილისი - ლონდონი - თბილისის პრეზენტაცია გამართა, სწორედ ბრიტანელი ხალხისადმი სამძიმრით დაიწყო. 

”კიდევ ერთხელ გამოვხატავ სამძიმარს ლონდონის ტერაქტის შედეგად დაღუპულთა ოჯახების, ბრიტანეთის მთავრობისა და ბრიტანელი ხალხის მიმართ. ტერორიზმს, სამწუხაროდ, არ აქვს საზღვრები. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ცივილიზებული სამყარო კონსოლიდაციით შეძლებს დაამარცხოს ეს უდიდესი სენი, რომელიც მსოფლიოს შეეყარა ამ ბოლო პერიოდში”, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა. 

ღონისძიებას ესწრებოდა დიდი ბრიტანეთის ელჩი საქართველოში ჯასტინ მაკკენზი სმიტი.მან მადლობა გადაუხადა პრემიერ-მინისტრს და ბრიტანეთის ყველა მეგობარს საქართველოში, ლონდონში, შაბათს მომხდარი ტერიტორისტული აქტის შემდეგ გამოხატული მხარდაჭერისა და თბილი სიტყვებისთვის.