საქართველოს სახელმწიფო სტრუქტურების მონაწილეობა აფგან მუხთარლის ინციდენტში აბსოლუტურად გამორიცხულია

საქართველოს სახელმწიფო სტრუქტურების მონაწილეობა აფგან მუხთარლის ინციდენტში აბსოლუტურად გამორიცხულია

საქართველოს სახელმწიფო სტრუქტურების მონაწილეობა ამ ინციდენტში არის აბსოლუტურად გამორიცხული, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის საქმის კომენტირებისას ჟურნალისტებს განუცხადა. 

მისი თქმით, ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესია იმ დემოკრატიული სტანდარტების შენარჩუნება, განვითარება და გაუმჯობესება, რომელსაც დიდი შრომის შედეგად მიაღწიეს.

”მოგეხსენებათ, რომ შსს იძიებს არსებულ ძალიან სამწუხარო ინციდენტს. ჩვენი ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესია იმ დემოკრატიული სტანდარტების შენარჩუნება და განვითარება, გაუმჯობესება, რომელსაც ჩვენ დიდი შრომის შედეგად მივაღწიეთ. ვნახოთ, გამოძიება წარიმართება. ეს ნაბიჯი გადავდგით - მეუღლეს და შვილებს შევთავაზეთ... პიროვნება, რომელზეც საუბარია, დაპატიმრებულია. ვნახოთ, როგორ განვითარდება გამოძიება. ერთი რამ შემიძლია გითხრათ, საქართველოს სახელმწიფო სტრუქტურების მონაწილეობა ამ ინციდენტში არის აბსოლუტურად გამორიცხული”, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.