გამოცემა „Rolling Stone”-ს ინფორმაციით, რამდენიმე დღის წინ ჯონ ლენონის ქვრივმა იოკო ონომ და ჯგუფი „Sonic Youth”-ის წევრებმა, ტორსტონ მურმა და კიმ გორდონმა ახალი კომპოზიცია ჩაწერეს.
სიმღერა საქველმოქმედო მიზნებს ემსახურება და მისი გაყიდვიდან შემოსული მთლიანი თანხა იაპონიაში, ცუნამისაგან დაზარალებულების დახმარების ფონდში ჩაირიცხება.
ახალი კომპოზიციის ხანგრძლივობა 14 წუთია. მას მიმდინარე წლის 19 ივნისს ხმის ჩამწერი სტუდია „Chimera Music” გამოსცემს. ის გაყიდვაში ვინილის დისკის სახით გამოჩნდება.
საინტერესოა, რომ სექტემბერში ქალბატონი იოკო საკუთარი მოთხრობების კრებულსაც გამოსცემს. ამ წიგნის სავარაუდო სახელწოდებაა „An Invisible Flower” და ონომ 1952 წელს, 19 წლის ასაკში დაწერა.