ყველამ, ვინც დაინახა, რომ ხელისუფლებაში მოსული მსოფლმხედველობრივად შეუთავსებელი ადამიანებისგან ქვეყანა წინ ვერ წავა, შეუძლია ახალ პარტიაში გაერთიანებაზე იფიქროს

ყველამ, ვინც დაინახა, რომ ხელისუფლებაში მოსული მსოფლმხედველობრივად შეუთავსებელი ადამიანებისგან ქვეყანა წინ ვერ წავა, შეუძლია ახალ პარტიაში გაერთიანებაზე იფიქროს

ახალი პოლიტიკური ძალა, ეს იქნება ინდივიდების გაერთიანება, - ამის შესახებ პარლამენტის ყოფილმა თავჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა ახალი პოლიტიკური ძალის შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

მისივე თქმით, აღნიშნულ თემებზე ყველა ასპექტში, დეტალურად მომავალი კვირის ბოლოს ისაუბრებს.

,,მხოლოდ ის შემიძლია გითხრათ, რომ ახალი პოლიტიკური ძალა, ეს იქნება ინდივიდების გაერთიანება. ყოველი კონკრეტული ინდივიდი მიიღებს გადაწყვეტილებას ახლაც და მომავალშიც. ეს არ არის არანაირი პარტიების გაერთიანება, ამიტომ ყველა, ვისაც ექნება ხედვა იმის თაობაზე, რომ აუცილებელია ქვეყნის მართვის უნარის, რესურსის და პროგრამის მქონე პოლიტიკური ძალის შექმნა და ამ ძალამ უნდა აიღოს პასუხისმგებლობის დიდი ტვირთი სხვა პოლიტიკურ პარტიებთან ერთადაც, ყველამ, ვინც დაინახა, რომ ზედაპირული ოპონირებით საქმე ვერ კეთდება, ყველამ, ვინც დაინახა, რომ პროგრამის გარეშე ხელისუფლებაში მისვლითაც ვერაფერი კეთდება, ყველამ, ვინც დაინახა, რომ ხელისუფლებაში მოსული, მაგრამ მსოფლმხედველობრივად შეუთავსებელი ადამიანებისგან ქვეყანა წინ ვერ წავა, შეუძლია იფიქროს ახალ პოლიტიკურ პარტიაში გაერთიანებაზე", - განაცხადა უსუფაშვილმა.