თხოვნა, რჩევა მაქვს, დაუფიქრებელი პოლიტიკური განცხადებებით, პატივცემულო მინისტრებო, პრემიერო, ნუ ახდენთ სახელმწიფოს დისკრედიტაციას

თხოვნა, რჩევა მაქვს, დაუფიქრებელი პოლიტიკური განცხადებებით, პატივცემულო მინისტრებო, პრემიერო, ნუ ახდენთ სახელმწიფოს დისკრედიტაციას

მე იქით მაქვს თხოვნა, რჩევა, მითითება, რომ ასეთი დაუფიქრებელი პოლიტიკური განცხადებებით, გაუაზრებელი ნაბიჯებით, თავად თქვენ - პატივცემულო მინისტრებო, პრემიერო, ნუ ახდენთ სახელმწიფოს დისკრედიტაციას, - ამის შესახებ პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან მუხთარლის საქმისა და ამ კონტექსტში საქართველოს ხელისუფლების მხრიდან გაკეთებული გაცხადებების შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ აღნიშნა.

„მე არ შეიძლებმა მქონდეს ვერსიები ამ ძალიან შემაშფოთებელ ფაქტთან დაკავშირებით. მე მაქვს ძალიან სერიოზული წუხილი იმის გამო, რომ ეს მოხდა და ფაქტია, რომ ეს მოხდა. ვინ ჩაიდინა, როგორ ჩაიდინა - ეს არ დაიმალება და გამოჩნდება. ეს ძალიან მაწუხებს. ასევე არანაკლებ მაწუხებს მორიგ ჯერზე ძალიან არადამაჯრებელი, არაკომპეტენტური რეაქციები, რაც ჩვენ ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან მოვისმინეთ და ეს ყველაფერი, სამწუხაროდ, მოსახლეობაში აღვივებს უნდობლობის განცდას. როდესაც ფარცხალაძის შემთხვევაში ჩვენ ვნახეთ იმ ტიპის რეაქცია სახელმწიფო სისტემის მხრიდან, რაც ვნახეთ და დარჩა სრულიად აშკარა შთაბეჭდილება, რომ საჯარო სამსახურების უმაღლესი წარმომადგენლები საქმის დეტალების გარკვევით კი არა, კონკრეტული ადამიანის პოლიტიკურად გადარჩენით იყვნენ დაკავებული, ასეთ ვითარებაში რა თქმა უნდა, ხელისუფლების სიტყვას ავტორიტეტი ეკარგება, ამიტომ როდესაც პრემიერ-მინისტრი, თუ სხვები ჩვენ მოგვიწოდებენ, რომ ნუ ვახდენთ დისკრედიტირებას უსაფრთხოების სამსახურებისა თუ პოლიციის, მე იქით მაქვს თხოვნა, რჩევა, მითითება, რომ ასეთი დაუფიქრებელი პოლიტიკური განცხადებებით, გაუზარებელი ნაბიჯებით, თავად თქვენ - პატივცემულო მინისტრებო, პრემიერო, სხვებო ნუ ახდენთ სახელმწიფოს დისკრედიტაციას", - განაცხადა უსუფაშვილმა.

მისივე თქმით, როდესაც ადამიანები ხედავენ ხან არაკომპეტენტურობას, ხან შეუთანხმებლობას, ხან გაუაზრებლობას, ხან თეთრი ძაფით ნაკერ საქმეებს, ასეთ ვითარებაში სახელმწიფოს წარმომადგენლების სიტყვას ფასი ეკარგება.

„მე ამაზე ხშირად ვსაუბრობდი კოალიციაში ყოფნის დროსაც, რომ ხშირად საქმეები თეთრი ძაფით კი არ არის ნაკერი, უკვე წითელი ძაფითაა ნაკერი. როდესაც საზოგადოებაში ჩნდება განცდა, რომ ხელისუფლებამ რაღაცა მიჩქმალა, მოიგონა, დამალა, ასეთ შემთხვევაში ნუ გიკვირთ, რომ მეორე ასეთი საქმის დროს სიტყვას ფასი ეკარგება. ეს ძალიან სახიფათო ამბავია. მე ნამდვილად არ მაქვს რაიმე კონკრეტული ვერსია. მე ვხედავ, რომ ეს საქმე ასევე ძალიან დამაზიანებელია ქვეყნისთვის და ჩვენ გვჭირდება მთავრობა და ხელისუფლება, რომლის სიტყვას ნდობა ექნება შიგნითაც და გარეთაც. ამიტომ დაანებონ თავი ისეთი ნაბიჯების გადადგმას, რომელიც ჯამში სახელმწიფოს ავტორიტეტს ასუსტებს",- განაცხადა უსუფაშვილმა.