ჩვენი სახელმწიფოს ზრუნვის საგანია, ყველა ბავშვს ჰქონდეს განვითარების თანაბარი პირობები

ჩვენი სახელმწიფოს ზრუნვის საგანია, ყველა ბავშვს ჰქონდეს განვითარების თანაბარი პირობები

ჩვენი სახელმწიფოს ზრუნვის საგანია, ყველა ბავშვს ჰქონდეს თანაბარი პირობები განვითარებისთვის და მათი შესაძლებლობების რეალიზაციისთვის, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა. გიორგი კვირიკაშვილმა ბავშვებს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე მიულოცა.

„მინდა ყველა ბავშვს მივულოცო ეს ძალიან მნიშვნელოვანი დღე. ჩვენი სახელმწიფოს ზრუნვის საგანია, რომ ყველა ბავშვს ჰქონდეს თანაბარი პირობები განვითარებისთვის და მათი შესაძლებლობების რეალიზაციისთვის. მოხარული ვარ, რომ ყოველკვირეულ სპორტულ აქტივობებში ჩართულ ბავშვთა რიცხვმა მნიშვნელოვნად მოიმატა და რამდენადაც მე ვიცი, 15 ათასამდე ავიდა. ჩვენ გავაკეთეთ მნიშვნელოვანი ცვლილებები, რომ ზამთრის პერიოდში, ზამთრის სპორტის სახეობებში იყოს მაქსიმალურად ბევრი ბავშვი ჩართული და ამისთვის გავაკეთეთ მცოცავი გრაფიკი არდადეგების. სახელმწიფო აფინანსებს სპორტული სკოლების ფუნქციონირებას. ასევე, ზაფხულისთვის გვაქვს საინტერესო გეგემები ბანაკებთან დაკავშირებით - მასში მონაწილე ბავშვების რაოდენობა ძალიან მიშვნელოვანდ გაიზრდება“,- აღნიშნა პრემიერმა.