ორი ძალოვანი უწყების ხელმძღვანელი უნდა გადადგეს თანამდებობიდან, ვიღაც უნდა დაისაჯოს

ორი ძალოვანი უწყების ხელმძღვანელი უნდა გადადგეს თანამდებობიდან, ვიღაც უნდა დაისაჯოს

რაც არ უნდა თავი იმართლოს საქართველოს ხელისუფლებამ, შეუძლებელია მსგავსი სპეცოპერაციის ჩატარება თუ ეს არ არის ხელისუფლებასთან შეთანხმებული, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან ,,ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა რომან გოცირიძემ აზერბაიჯანელ ჟურნალისტთან დაკავშირებით განუცხადა.

მისი თქმით, აზერბაიჯანელი ჟურნალისტის საქმესთან დაკავშირებით ქვეყნის ეროვნული ღირსება შეილახა, ამიტომ საქართველოს ორი ძალოვანი უწყების ხელმძღვანელი თანამდებობიდან უნდა გადადგეს.

,,რაც არ უნდა თავი იმართლოს საქართველოს ხელისუფლებამ, შეუძლებელია მსგავსი სპეცოპერაციის ჩატარება თუ ეს არ არის ხელისუფლებასთან შეთანხმებული. საქართველოს მთავრობამ შელახა ქვეყნის სუვერენიტეტი. ქვეყანას შეულახა ეროვნული ღირსება და ფაქტობრივად, მან უკანონოდ ითანამშრომლა სხვა ქვეყნის სპეცსამსახურებთან. ეს ფაქტი სასწრაფოდ გამოსაძიებელია, ხოლო მანამდე საქართველოს ორი ძალოვანი უწყების ხელმძღვანელი უნდ გადადგეს თანამდებობიდან. ვიღაცა უნდა დაისაჯოს, მსგავსი თუნდაც სამსახურებრივი ჩავარდნის გამო“, -განაცხადა რომან გოცირიძემ.

აფგან მუხთარლის საქმესთან დაკავშირებით დღეს განცხადება გააკეთა შს მინისტრმა. „ალბათობა იმისა, რომ საზღვრის რომელიმე წერტილი ადამიანმა შეიძლება მესაზღვრის გვერდის ავლით გადაკვეთოს, დაბალია, მაგრამ არსებობს. აზერბაიჯანელი კოლეგების განცხადებით, აფგან მუხთარლის შემთხვევაში სწორედ მსგავს ფაქტთან გვაქვს საქმე, - განაცხადა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა.