რუსეთის სამხრეთ სამხედრო ოლქში დღეს განგაში გამოცხადდა. აღნიშნულის მიზეზი საომარი მზადყოფნის შემოწმებაა. აღნიშნულის შესახებ რუსული მედია იუწყება.
„სამხრეთ სამხედრო ოლქის სარდლის გენერალ-პოლკოვნიკ ალექსანდრ დვორნიკოვის ბრძანებით, დანაყოფების ნაწილი განგაშის მდგომარეობაში მოიყვანეს, მათი სამხედრო მზადყოფნის შემოწმების მიზნით“, - ნათქვამია სამხრეთ სამხედრო ოლქის პრესსამსახურის განცხადებაში.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ შემოწმებაში ასევე მონაწილეობენ სამხედრო დანაყოფები ჩეჩნეთიდან, დაღესტანიდან, კრასნოდარის ოლქიდან და „სამხრეთ ოსეთიდან“.
სულ შემოწმებაში მონაწილეობს 6,5 ათასი სამხედრო და სამხედრო ტექნიკის დაახლოებით 1,5 ათასი ერთეული.