აზერბაიჯანელი ჟურნალისტის გაუჩინარების ფაქტთან დაკავშირებით, საპარლამენტო უმცირესობის მოთხოვნები უადგილოა

აზერბაიჯანელი ჟურნალისტის გაუჩინარების ფაქტთან დაკავშირებით, საპარლამენტო უმცირესობის მოთხოვნები უადგილოა

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ვანო ზარდიაშვილის განცხადებით, აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან მუხთარლის გაუჩინარების ფაქტთან დაკავშირებით, საპარლამენტო უმცირესობის მოთხოვნები უადგილოა.

როგორც ზარდიაშვილმა განაცხადა, გამოძიების დასრულებამდე მინისტრის გადადგომაზე საუბარი და გარკვეული შეფასებების გაკეთება, არასწორია.

,,როგორც ყოველთვის ჩვენი ოპონენტები უსწრებენ არსებულ ვითარებას. ჩვენ გვყავს ძალიან კომპეტენტური და პროფესიონალი, მაღალი დონის სამართალდამცავი უწყებები და შესაბამისად, მათ უნდა თქვან საბოლოო სიტყვა. სწორედ ამის შემდეგ უნდა მოხდეს ამ სიტუაციის შეფასება. წინასწარ მინისტრის გადადგომა და რაღაც საკითხების შეფასება ჩემი აზრით უადგილოა“, -განაცხადა ვანო ზარდიაშვილმა.

”ევროპული საქართველო” აზერბაიჯანელი ჟურნალისტის გაუჩინარების ფაქტთან დაკავშირებით პარლამენტში უმცირესობის ფორმატში შს მინისტრისა და სუს-ის ხელმძღვანელის მისვლას ითხოვს. ,,ნაციონალური მოძრაობა“ კი, შესაბამისი უწყების ხელმძღვანელების გადადგომას მოითხოვს.