ანდჟეი დუდა:  მე ვარ ადამიანი, რომელიც არის ქომაგი საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების

ანდჟეი დუდა: მე ვარ ადამიანი, რომელიც არის ქომაგი საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების

საქართველო იქნება ნატო-ს სრულუფლებიანი წევრი, დღეს მივდივართ ჩვენ აქეთკენ, - ამის შესახებ პოლონეთის პრეზიდენტმა ანდჟეი დუდამ ქართველ კოლეგა გიორგი მარგველაშვილთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისივე თქმით, როდესაც ნატო-ს ფორუმებზეა საუბარი, ის ყოველთვის ემხრობა ალიანსის იმ განცხადებას, რომ ნატო-ს კარი ღიაა.

როგორც ანდჟეი დუდამ აღნიშნა, საქართველო არის მუდმივად ნატო-ს ყურადღების ცენტრში.

„მე ვარ ადამიანი, რომელიც არის ქომაგი საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების. მე კიდევ ერთი არგუმენტი მექნება ხელში, დავდებ ამას მაგიდაზე ნატო-ში და ვიტყვი, შეხედეთ, საქართველო არის ლოიალური ქვეყანა ნატო-ს მიმართ, რომელიც მუდმივად ახდენს დემონსტრირებას წევრობის იდეისადმი ერთგულებას. ამიტომ, მე ვიტყვი, რომ საქართველო მზად არის უკვე გახდეს სრულყოფლებიანი წევრი ამ საზოგადოების.

რაც შეეხება საქართველოს ნატო-ში წევრობას, ეს პოლიტიკურად რთული პროცესია. საქართველოს აქვს სტრატეგიული მდებარეობა. მაგრამ ამას მინდა ხაზი გავუსვა, რომ საქართველო იქნება ნატო-ს სრულუფლებიანი წევრი, დღეს მივდივართ ჩვენ აქეთკენ. თვითონ ნატო-ს გადაწვეტილება, რომ მზადაა, გააფართოვოს არეალი, ეს არის საწინდარი, რომ ჩვენი შემდგომი ხელშეწყობა მიგვიყვანს საქართველოს სრულყოფილ წევრობამდე. საქართველო ნატო-ს წინაშე ნამდვილად იქცევა ისე, როგორც საჭიროა“, - აღნიშნა დუდამ.