მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს პრეზენტაცია გაიმართება

მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს პრეზენტაცია გაიმართება

2017 წლის 31 მაისს, 16:00 საათზე, კოალიციის „განათლება ყველასათვის - საქართველო“ და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ინიციატივითა და ორგანიზებით, „მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს“ პრეზენტაცია გაიმართება.

კამპანიის ორგანიზატორები საზოგადოებას ინფორმაციას გააცნობენ  საკონკურსო პირობებისა და ჟიურის შესახებ, ასევე, წარადგენენ სარეგისტრაციო ვებგვერდს და დაასახელებენ ჯილდოს, რომელიც წლის მასწავლებელს გადაეცემა.

„მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს“ მხარდამჭერები არიან განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, ინა გუდავაძე-პატარკაციშვილი,  ტელეკომპანია „იმედი“ და საზოგადოებრივი მაუწყებელი. 

„მასწავლებლის ეროვნული ჯილდო“ კოალიცია „განათლება ყველასათვის - საქართველოს“, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრსა და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შორის გაფორმებული მემორანდუმის საფუძველზე, 2017 წლის 13 მაისს დაწესდა. აღნიშნული ინიციატივა საქართველოში პირველად ხორციელდება და ის მასწავლებელთა პოპულარიზაციისკენ მიმართული გლობალური კამპანიის - „The Global Teacher Prize“ ნაწილია.

„მასწავლებლის ეროვნული ჯილდო“ მიზნად ისახავს წარმატებული მასწავლებლების გამოვლენას, საზოგადოებისთვის მათ წარდგენას და ამ გზით პროფესიის პრესტიჟის ზრდას. 

მისამართი: კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრის ოფისი; ოთარ ჩხეიძის ქუჩა N5; (ე.წ. შანხაის უბანში, ეკლესიასთან)