დეკანოზ გიორგი მამალაძის სახაზინო წესით დანიშნულმა ადვოკატებმა თვითაცილების შუამდგომლობა დავაყენეთ, რაც მოსამართლემ არ დააკმაყოფილა

დეკანოზ გიორგი მამალაძის სახაზინო წესით დანიშნულმა ადვოკატებმა თვითაცილების შუამდგომლობა დავაყენეთ, რაც მოსამართლემ არ დააკმაყოფილა

დეკანოზ გიორგი მამალაძის სახაზინო ადვოკატის პაატა მეხრიშვილის განცხადებით, სახაზინო წესით დანიშნულმა ადვოკატებმა თვითაცილების შუამდგომლობა დააყენეს, რაც მოსამართლემ არ დააკმაყოფილა.

როგორც მეხრიშვილმა განმარტა, დღევანდელ პროცესზე აღარ არსებობდა ის საფუძვლები, რის გამოც სახაზინო ადვოკატები საქმეში ჩაერთვნენ, კერძოდ, დეკანოზ გიორგი მამალაძის უფლებების დაცვას კვლავ მისი ადვოკატები ახორციელებენ. მეხრიშვილის თქმით, ამ საფუძვლებით ორივე სახაზინო ადვოკატმა თვითაცილების შუამდგომლობა დააყენა, თუმცა მოსამართლემ ჩათვალა, რომ საქმეში მათი მონაწილეობა საჭირო იყო და ასევე ბრალდებულის მოთხოვნით ისინი მისი ინტერსების დაცვას გააგრძელებენ.

”ამის შემდეგ ჩვენ ვიშუამდგომლეთ, რომ პროცესი გადადებულიყო და მოგვცემოდა დრო, რათა გავცნობოდით სრულფასოვნად საქმის მასალებს და განვახორციელოთ ბრალდებულის დაცვა. საქმის მასალები არის მრავალტომიანი, არსებობს უამრავი აუდიო, ვიდეომასალა, რომელსაც ვერ გავეცანით იმ დროში რა ვადაც მოგვეცა აქამდე. პრაქტიკულად, აუდიო, ვიდეო მასალების ნაწილი დღეს გადმოგვეცა და შესაბამისად, გვჭირდება გონივრული დრო, რათა ის შევისწავლოთ”, - განაცხადა პაატა მეხრიშვილმა.