დეკანოზ გიორგი მამალაძეს, მისივე მოთხოვნით, ორი სახაზინო ადვოკატიც დაიცავს

დეკანოზ გიორგი მამალაძეს, მისივე მოთხოვნით, ორი სახაზინო ადვოკატიც დაიცავს

ე.წ. ციანიდის საქმის სასამართლო განხილვა 9 ივნისამდე გადაიდო. აღნიშნულის მიზეზი საქმეში სახაზინო ადვოკატების დატოვება გახდა.

ბრალდებულმა გიორგი მამალაძემ მოითხოვა, რომ მის დამცველებად სასამართლოს მიერ დანიშნული ადვოკატებიც დარჩენილიყვნენ, რაც მოსამართლემ დააკმაყოფილა და ადვოკატებს საქმის მასალების გასაცნობად ვადა 9 ივნისამდე მისცა.

სასამართლო პროცესის გადადებას პროკურორები ეწინააღმდეგებოდნენ. სახელმწიფო ბრალდება მიიჩნევდა, რომ ამით დაცვის მხარე პროცესის გაჭიანურებას ცდილობდა.

დეკანოზ გიორგი მამალაძის დაცვის პროცესში ორი სახაზინო ადვოკატი ჩაერთვება.