გამოძიება ჩატარდება ყველა შესაძლო ვერსიის გადამოწმების კუთხით

გამოძიება ჩატარდება ყველა შესაძლო ვერსიის გადამოწმების კუთხით

გამოძიება ჩატარდება ყველა შესაძლო ვერსიის გადამოწმების კუთხით, - ამის შესახებ ე.წ. ციანიდის საქმის პროკურორმა ჯარჯი წიკლაურმა საპატრიარქოს იურისტის ედიშერ ქარჩავას მიერ გაკეთებული განცხადების საპასუხოდ განაცხადა, რომელიც ე.წ. ციანიდის საქმეში სხვა საერო და სასულიერო პირების ფიგურირებას ეხება.

როგორც წიკლაურმა აღნიშნა, დეკანოზის თანამზრახველების გამოვლენაზე გამოძიება გამოყოფილი საქმის ფარგლებში ტარდება.

”არაერთხელ აღვნიშნეთ, რომ გიორგი მამალაძის სავარაუდო თანამზრახველების გამოვლენის მიზნით გამოძიება გრძელდება. გამოყოფილ საქმეში ჩვენ დავკითხავთ ნებისმიერ პირს, რომელიც ფლობს საქმისთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას. გამოძიება ჩატარდება ყველა შესაძლო ვერსიის გადამოწმების კუთხით”, - განაცხადა ჯარჯი წიკლაურმა.

პატრიარქის ტახტიდან ჩამოცილების სურვილი მისი უწმინდესის დაცვის ყოფილ უფროს სოსო ოხანაშვილსაც გააჩნდა, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საპატრიარქოს იურისტმა ედიშერ ქარჩავამ განუცხადა. მისი ინფორმაციით, სოსო ოხანაშვილს და მეუფე პეტრეს აქვთ მცდელობები, რომ უწმინდესი ჩამოაცილონ პატრიარქის ტახტს. ამასთან, ქარჩავას მტკიცებით, მეუფე პეტრეს დღესაც აქვს დაგეგმილი პატრიარქის არამხოლოდ ტახტიდან ჩამოცილება, არამედ უწმინდესის მოკვდინება.