გამოკითხვის თანახმად, საფრანგეთის საპარლამენტო არჩევნების პირველ ტურში პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის მოძრაობა ლიდერობს

გამოკითხვის თანახმად, საფრანგეთის საპარლამენტო არჩევნების პირველ ტურში პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის მოძრაობა ლიდერობს

საფრანგეთის საპარლამენტო არჩევნების პირველ ტურში პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის მოძრაობა „რესპუბლიკა მარშზე“ ლიდერობს, - აღნიშნულს ცხადყოფს სოციოლოგიური ინსტიტუტი Ipsos/Sopra Steria-ს მიერ ჩატარებული გამოკითხვა.

გამოკითხვის შედეგების თანახმად, „რესპუბლიკა მარშზე“ საპარლამენტო არჩევნების პირველ ტურში ამომრჩეველთა ხმების 29,5%-ს მიიღებს, „რესპუბლიკელები“ – 22%, „ეროვნული ფრონტი“ – 18%, „დაუმორჩილებელი საფრანგეთი“ – 11,5%, „სოციალისტური პარტია“ – 9%.

საფრანგეთში საპარლამენტო არჩევნების პირველი ტური 11 ივნისს, ხოლო მეორე ტური კი 18 ივნისს გაიმართება. ამომრჩევლები მაჟორიტარული სისტემით ჩატარებულ არჩევნებში 577 დეპუტატს აირჩევენ.