თურქეთში სამთავრობო გაზეთ Yeni Akit-ის მთავარი რედაქტორი, ქადირ დემირელი მოკლეს

თურქეთში სამთავრობო გაზეთ Yeni Akit-ის მთავარი რედაქტორი, ქადირ დემირელი მოკლეს

თურქეთში სამთავრობო გაზეთ Yeni Akit-ის მთავარი რედაქტორი, ქადირ დემირელი მოკლეს. ამის შესახებ თურქული მედია იუწყება.

ცნობილ ჟურნალისტს სტამბოლში ცივი იარაღით რამდენიმე სასიკვდილო ჭრილობა მიაყენეს.

ახალი ამბების სააგენტო „ანადოლუს“ ცნობით, შემთხვევა ოჯახურ კონფლიქტს მოჰყვა. დემირელსა და მის სიძეს, იავუზ კარანფილს შორის კამათი, ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა, რომელიც უბედური შემთხვევით დასრულდა.

ჩხუბის დროს დაშავდა ოჯახის სხვა წევრებიც, მათ შორის ჟურნალისტის ქალიშვილიც. თავდამსხმელი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. პოლიციამ მასზე ძებნა გამოაცხადა.