მუსიკოსმა მსახიობობა გადაწყვიტა და სურათში „CBGB” ერთ-ერთ მთავარ როლს შეასრულებს.
ამერიკული მას-მედიის მტკიცებით, ჰოკინსი ფილმში ცნობილ მომღერალ იგი პოპს განასახიერებს.
თავად მხატვრული სურათი ნიუ-იორკში არსებული კლუბის „CBGB” ისტორიას მოგვითხრობს. ეს დაწესებულება 1973 წელს გაიხსნა. თავის დროზე მის სცენაზე ისეთი პოპულარული ჯგუფები გამოდიოდნენ როგორებიც არიან „Blondie”, “Ramones”, “The Dead Boys” და „Talking Heads”.
საინტერესოა რომ ახალ კინოსურათში კლუბის მფლობელის როლს მსახიობი ალან რიკმანი შეასრულებს, ჯგუფი „The Dead Boys”-ის გიტარისტ სტივ ბატორს რუპერტ გრინტი განასახიერებს, მომღერალი დები ჰარის როლი კი მსახიობ მალინ აკერმანს ერგო, მისი კოლეგა მიკი სამნერი კი პატი სმიტის როლს შეასრულებს.