თურქეთში ქართველი მკითხავები დააკავეს

თურქეთში ქართველი მკითხავები დააკავეს

თურქეთის ქალაქ ადანას უშიშროების სამმართველოს თანამშრომლებმა 24 მაისს, ექვს მისამართზე ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად, 12 ადამიანი დააკავეს. ამის შესახებ ადგილობრივი მედია იუწყება.

დაკავებულთა შორის კაფეების 6 მფლობელია, რომლებშიც საქართველოს ხუთი მოქალაქე მუშაობდა.

გამოცემა Millyet-ის ინფორმაციით, დაკავებულები იყვნენ ქალბატონები, რომლებიც სხვადასხვა სამკითხაო საშუალებებს იყენებდნენ. სამართალდამცველებმა აღნშნული 12 ადამიანი ადანას სასამართლოს წარუდგინეს, სადაც კაფეების მფლობელები დააჯარიმეს, ექვსი მკითხავი კი სასამართლო დარბაზიდან საბრალდებო დასკვნის გარეშე გაათავისუფლეს.