პოლიციისა და უსაფრთხოების სამსახურებმა თვითმკვლელი ტერორისტის ვინაობა იციან

პოლიციისა და უსაფრთხოების სამსახურებმა თვითმკვლელი ტერორისტის ვინაობა იციან

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, ტერეზა მეიმ მანჩესტერში მომხდარ ტერაქტთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა.

”ეჭვი არაა, რომ მანჩესტერში ხალხი ტერორისტული აქტის მსხვერპლი გახდა. ტერაქტის, რომლის სამიზნე ჩვენი ახალგაზრდები იყვნენ. ეს ტერაქტი ცივი გონებით იყო გათვლილი“, - განაცხადა ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა.

პრემიერ-მინისტრის თქმით, ეს ყველაზე საშინელი ტერაქტი იყო, რომელიც კი დიდ ბრიტანეთში ოდესმე მომხდარა.

„ჩვენ ვიცით, რომ ტერორისტმა აამოქმედა თვითნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობა ერთ-ერთ გასავლელთან. მან განზრახ შეარჩია დრო და ადგილი, რათა მსხვერპლთა რაოდენობა მსაქსიმალურად დიდი ყოფილიყო“, - აღნიშნა ტერეზა მეიმ.

ბრიტანეთის პრემიერის თქმით, პოლიციისა და უსაფრთხოების სამსახურებმა, სავარაუდოდ, იციან თვითმკვლელი ტერორისტის ვინაობა და რომ ახლა ირკვევა მოქმედებდა თუ არა ის მარტო თუ რამე ჯგუფის ნაწილი იყო. მან ასევე აღნიშნა, რომ გამოძიების ამ ეტაპზე ვერ გაასაჯაროებენ თვითმკვლელი ტერორისტის ვინაობას.

ინგლისის ქალაქ მანჩესტერის არენაზე მომხდარ აფეთქებას 22 ადამიანი ემსხვერპლა, 60-მდე კი დაშავდა. სისხლიანი თავდასხმა არიანა გრანდის კონცერტის დასრულების შემდეგ, ფოიეში განხორციელდა.