არავის აქვს უფლება დაარღვიოს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა და სუვერენული უფლებები

არავის აქვს უფლება დაარღვიოს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა და სუვერენული უფლებები

არავის არ აქვს უფლება დაარღვიოს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა და სუვერენული უფლებები,- ამის შესახებ თურქეთის პრემიერ-მინისტრმა ბინალი ილდირიმმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

როგორც ბინალი ილდირიმმა აღნიშნა, თურქეთი გააგრძელებს ორი ძირითადი პრინციპის მხარდაჭერას - ეს არის ტერიტორიული მთლიანობა და საქართველოს სუვერენული უფლებები.

„არავის არ აქვს უფლება დაარღვიოს ეს ორი მოცემულობა. ნებისმიერი პრობლემა, თუ რაიმე შეიძლება წარმოიშვას მომავალში, მოგვარდება ურთიერთანამშრომლობის თვალსაზრისით, განსაკუთრებით პრობლემები აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონთან დაკავშირებით, ასევე უნდა იყოს გათვალისწინებული გამომდინარე ზემოთხსენებული ორი პრინციპიდან“,- აღნიშნა თურქეთის პრემიერმა.