ვინც ეს ჩაიდინა, მათ მონსტრებსაც კი არ ვუწოდებ, ისინი „ლუზერები“ არიან

ვინც ეს ჩაიდინა, მათ მონსტრებსაც კი არ ვუწოდებ, ისინი „ლუზერები“ არიან

ისრაელში ვიზიტით მყოფმა აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ქალაქ მანჩესტერში მომხდარი ტერორისტული აქტი დაგმო და სამძიმარი გამოუცხადა დაღუპულთა ოჯახის წევრებს.

„ამდენი ახალგაზრდა, ლამაზი და უდანაშაულო ადამიანი დაიღუპა. ვინც ეს ჩაიდინა, მათ მონსტრებს არ ვუწოდებ, ვინაიდან მათ სურთ ასე რომ დაუძახონ, ფიქრობენ, რომ ესმათთვის დიადი სახელია. მე მათ „ლუზერებს“ ვუწოდებ“, - განაცხადა დონალდ ტრამპმა.

მისივე თქმით, „მსგავს სისხლისღვრებთან დაკავშირებით საზოგადოებაში შემწყნარებლობას არ უნდა ჰქონდეს ადგილი“.

„ბოროტების იდეოლოგია სრულად უნდა აღმოიფხვრას“, - დასძინა ტრამპმა.

ინგლისის ქალაქ მანჩესტერის არენაზე მომხდარ აფეთქებას 22 ადამიანი ემსხვერპლა, 60-მდე კი დაშავებულია. სისხლიანი თავდასხმა არიანა გრანდის კონცერტის დასრულების შემდეგ, ფოიეში განხორციელდა.