მანჩესტერში მომხდარი ტერორისტული აქტის გამო, ლონდონში უსაფრთხოების ზომებს აძლიერებენ. აღნიშნულის შესახებ ლონდონის მერმა, სადიქ ხანმა განაცხადა.
„ლონდონის პოლიციასთან მუდმივ კონტაქტში ვიმყოფები. პოლიციამ დედაქალაქში უსაფრთხოების ზომები გაამკაცრა. ლონდონის ქუჩებში ჩვეულებრივზე მეტი პოლიციელია მობილიზებული“, - განაცხადა ლონდონის მერმა.
აღსანიშნავია, რომ დღეს, ლონდონში მდებარე სადგურ „ვიქტორიადან“ მგზავრების ევაკუირება მოხდა, საეჭვო პარკის გამო. თუმცა, შესაბამისი შემოწმების შემდეგ აღმოჩნდა, რომ ის არანაირ საფრთხეს არ წარმოადგენდა.
ინგლისის ქალაქ მანჩესტერის არენაზე მომხდარ აფეთქებას 22 ადამიანი ემსხვერპლა, 60-მდე კი დაშავებულია. სისხლიანი თავდასხმა არიანა გრანდის კონცერტის დასრულების შემდეგ, ფოიეში განხორციელდა.