ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის სხდომა არაწევრ სახელმწიფოში სულ ოთხჯერ ჩატარდა და ოთხივე ეს ქვეყანა დღეს ნატო-ს წევრია

ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის სხდომა არაწევრ სახელმწიფოში სულ ოთხჯერ ჩატარდა და ოთხივე ეს ქვეყანა დღეს ნატო-ს წევრია

ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის სხდომა არაწევრ სახელმწიფოში სულ ოთხჯერ ჩატარდა და ოთხივე ეს ქვეყანა დღეს ნატო-ს წევრია, - ამის შესახებ პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილმა განაცხადა.

ირაკლი სესიაშვილი ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის სესიის საქართველოში ჩატარებას მიესალმება.

"მართლაც უნიკალური შანსი აქვს საქართველოს, უმასპინძლოს ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეას. არაწევრ სახელმწიფოებში სულ ოთხჯერ ჩატარდა ასეთი ასამბლეა და ოთხივე ეს ქვეყანა დღეს ნატო-ს წევრია. ამიტომ ჩვენ მივესალმებით ამ ღონისძიების საქართველოში ჩატარებას. ეს არის, ერთი მხრივ, საქართველოს პროგრესის, დემოკრატიის, წარმატებების დემონსტრირება და საქართველოს აღიარება, როგორც უსაფრთხო ქვეყანად და ამასთანავე, გააზრება იმისა, რომ საქართველოს სრული მხარდაჭერა აქვს ნატო-ში ინტეგრაციის გზაზე",- განაცხადა სესიაშვილმა.

ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის სხდომა თბილისში 26-29 მაისს გაიმართება.