კიშინიოვში ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის ეკონომიკური ინტეგრაციისა და ენერგოუსაფრთხოების კომიტეტების გაერთიანებული სხდომა გაიმართება

კიშინიოვში ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის ეკონომიკური ინტეგრაციისა და ენერგოუსაფრთხოების კომიტეტების გაერთიანებული სხდომა გაიმართება

კიშინიოვში, ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის ეკონომიკური ინტეგრაციისა და ენერგოუსაფრთხოების კომიტეტების გაერთიანებული სხდომა გაიმართება.

დღეს, მოლდოვის პარლამენტში, ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის ეკონომიკური ინტეგრაციისა და ენერგოუსაფრთხოების კომიტეტების გაერთიანებული სხდომა გაიმართება.

სხდომა განიხილავს ევროკავშირისა და აღმოსავლეთ ევროპული ქვეყნების თანამშრომლობას ენერგეტიკის სფეროში, 2015 წლის პარიზის კლიმატური ცვლილების ხელშეკრულების განხორციელებას და ეკონომიკური კრიზისის უარყოფითი გავლენის დაძლევის გზებს ახალგაზრდებში უმუშევრობის შესამცირებლად.

კომიტეტის სხდომაზე წარმოდგენილი იქნება ანგარიში თემაზე: „ეკონომიკური კრიზისის გავლენის დაძლევა ახალგაზრდებში უმუშევრობის შესამცირებლად", რომელიც ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, ირინა ფრუიძის, თანაავტორობით მომზადდა.

ღონისძიებაში ევროპარლამენტის წევრებთან ერთად, მოლდოვის, უკრაინის, სომხეთის, აზერბაიჯანის და საქართველოს პარლამენტის წევრები მონაწილეობენ.

ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის ეკონომიკური ინტეგრაციისა და ენერგო უსაფრთხოების კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაში საქართველოს პარლამენტიდან ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ირინა ფრუიძე, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯომარის მოადგილე, დიმიტრი ცქიტიშვილი, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯომარის მოადგილე, ლევან კობერიძე მონაწილეობენ. სხდომაში პარლამენტის წევრებთან ერთად, აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებიდან არასამთავრობო სექტორისა და აკადემიური წრეების წარმომადგენლები მიიღებენ მონაწილეობას. ღონისძიების ფარგლებში გაიმართება შეხვედრები მოლდოვის მთავრობის წევრებთან და პარლამენტის თავმჯდომარესთან.

ევროკავშირისა და საქართველოს პარტნიორობის განვითარებასთან ერთად, ასოცირების ხელშეკრულების განხორციელების ხელშესაწყობად და ქვეყნის ევროინტეგრაციული ამოცანების შესასრულებლად, ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის აქტიური მონაწილეობა უმნიშვნელოვანესია.

ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეა აღმოსავლეთ პარტნიორობის პოლიტიკის საპარლამენტო ინსტიტუტია, რომელიც შედგება ევროპარლამენტისა (60 წევრი) და აღმოსავლეთ ევროპული ქვეყნების საპარლამენტო დელეგაციებისაგან (10 წევრი თითოეული ეროვნული პარლამენტიდან: აზერბაიჯანი, სომხეთი, საქართველო, მოლდოვა, უკრაინა. ბელორუსის მონაწილეობა დროებით შეჩერებულია პოლიტიკური მიზეზების გამო). ასამბლეის ინაუგურაცია მოხდა 2011 წლის 3 მაისს, ქ. ბრიუსელში. ეს ფორუმი ხელს უწყობს ევროკავშირსა და აღმოსავლეთ ევროპულ ქვეყნებს შორის პოლიტიკურ ასოცირებასა და ეკონომიკურ ინტეგრაციას საპარლამენტო კონსულტაციების და ევროინტეგრაციულ პროცესებზე ზედამხედველობის გზით. ასამბლეის როტაციულ თავმჯომარეობას ამჟამად იკავებს ევროპარლამენტის მხრიდან, რებეკა ჰარმსი (გერმანია, მწვანეთა პარტია) და მარიან ლუპუ, მოლდოვის პარლამენტის წარმომადგენელი.

ასამბლეა მისი ხანმოკლე ისტორიიდან აღმოცენდა, როგორც ქმედითი და სასარგებლო საშუალება/მექანიზმი ევროკავშირთან ურთიერთობების გასაღრმავებლად და საქართველოს ევროინტეგრაციული ამოცანების მისაღწევად.