მანჩესტერში მომხდარი ტერაქტის გამო, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი მთავრობის საგანგებო კომიტეტის COBRA-ს სხდომას გამართავს

მანჩესტერში მომხდარი ტერაქტის გამო, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი მთავრობის საგანგებო კომიტეტის COBRA-ს სხდომას გამართავს

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა მანჩესტერში მომხდარ აფეთქებას „საზარელი ტერაქტი“ უწოდა. „ჩვენ ვმუშაობთ, რომ დავადგინოთ ყველა გარემოება იმისა, რასაც პოლიცია საზარელ ტერაქტად განიხილავს“, - ნათქვამია დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის ოფისის მიერ გავრცელებულ კომუნიკეში.

როგორც ბრიტანული მედია იუწყება, მანჩესტერში მომხდარი ტერაქტის გამო, ტერეზა მეიმ წინასაარჩევნო კამპანია შეწყვიტა. დღეს დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი მთავრობის საგანგებო კომიტეტის COBRA-ს სხდომას გამართავს.

ინგლისის ქალაქ მანჩესტერის არენაზე მომხდარ აფეთქებას სულ მცირე 19 ადამიანი ემსხვერპლა, 60-მდე კი დაშავებულია.

სისხლიანი თავდასხმა არიანა გრანდის კონცერტის დასრულების შემდეგ, ფოიეში მოხდა.