ქალაქში უსაფრთხოების ზომები გამკაცრებულია, მოქალაქეებს სიმშვიდის შენარჩუნებისკენ მოვუწოდებ

ქალაქში უსაფრთხოების ზომები გამკაცრებულია, მოქალაქეებს სიმშვიდის შენარჩუნებისკენ მოვუწოდებ

მანჩესტერ არენაზე, არიანა გრანდეს კონცერტის შემდეგ მომხდარ აფეთქებაზე ქალაქის პოლიციის უფროსმა, იან ჰოპკინსმა კომენტარი გააკეთა. მისი თქმით, გამოძიება ჯერ არ დასრულებულა, თუმცა საგამოძიებო უწყება მომხდარს ტერაქტის კვალიფიკაციას ანიჭებს.

„ვიდრე დეტალურ ინფორმაციას მივიღებდეთ, ჩვენ მომხდარს ტერაქტის კვალიფიკაციას ვანიჭებთ. ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, შემთხვევას 19 ადამიანი ემსხვერპლა, დაშავებულია 60-მდე მოქალაქე. ისინი 6 სხვადასხვა საავადმყოფოში გადაანაწილეს. როგორც გავიგე, რამდენიმე მათგანის მდგომარეობა კრიტიკულია. ექიმები ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ თითოეული მათგანის სიცოცხლე გადაარჩინონ. მედიკოსებს დახმარებას პოლიციის თანამშრომლები უწევდნენ და კოორდინირებულად მუშაობდნენ. ამ დროისთვის ქალაქის და მის ირგვლივ მდებარე ტერიტორიაზე უსაფრთხოების ზომები გამკაცრებულია. გამოძიებაში ჩართულია ქვეყნის კონტრტერორიტული და დაზვერვის განყოფილებაც. მოქალაქეებს სიმშვიდის შენარჩუნებისკენ მოვუწოდებ“, - განაცხადა იან ჰოპკინსმა.