ველოდებით, რომ ზალბერის განცხადებაზე ევროკავშირიდან ადეკვატური რეაგირება იქნება

ველოდებით, რომ ზალბერის განცხადებაზე ევროკავშირიდან ადეკვატური რეაგირება იქნება

დიდი იმედი გვაქვს და ველოდებით, რომ ევროკავშირის მხრიდან ჰერბერტ ზალბერის განცხადებაზე ადეკვატური შეფასება და რეაგირება იქნება, - ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, სოფიო ქაცარავამ განუცხადა.

ქაცარავას თქმით, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ძალიან ინტენსიური კომუნიკაცია აქვს, როგორც საქართველოში ევროკავშირის დელეგაციასთან, ასევე ბრიუსელთან

„დიდი იმედი გვაქვს და ველოდებით, რომ ევროკავშირის მხრიდან ადეკვატური შეფასება და რეაგირება იქნება. მხარესთან კომუნიკაცია გვაქვს. გუშინ, მთელი დღის განმავლობაში, კომენტარები გავაკეთეთ და ამ საქმესთან დაკავშირებით ყველა საქმის კურსშია. ევროკავრიშირის მხრიდან საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას კითხვის ნიშნის ქვეშ არავინ არ აყენებს და ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ინტენსიური კომუნიკაცია გვაქვს და ევროკავშირის მხრიდან ადეკვატურ და შესაბამის რეაგირებას ველოდებით“, - აცხადებს ქაცარავა.

კითხვაზე, ადეკვატურ რეაგირებაში გულისხმობს თუ არა, ევროკავშრის მხრიდან ზალბერისთვის მანდატის მოხსნას, ქაცარავა ყურადღებას ევროკავშირის ინფორმირებაზე ამახვილებს.

"ევროკავშირში ყველაფრის საქმის კურსშია არიან, რომელიც ჩვენი მხრიდან ითქვა“, -აღნიშნა  ქაცარავამ.

ევროკავშირის წარმომადგენელმა ჰერბერტ ზალბერმა ანატოლი ბიბილოვს ე.წ. სამხრეთ ოსეთის "საპრეზიდენტო არჩევნებში" გამარჯვება მიულოცა.