NGO-ები 7 თვითმმართველი ქალაქისთვის სტატუსის გაუქმებას აპროტესტებენ

NGO-ები 7 თვითმმართველი ქალაქისთვის სტატუსის გაუქმებას აპროტესტებენ

არასამთავრობო ორგანიზაციები 7 თვითმმართველი ქალაქისთვის სტატუსის გაუქმებას აპროტესტებენ და ხელისუფლებას დიალოგისკენ მოუწოდებენ.

მესამე სექტორმა პრესკონფერენციები ქვეყნის 5 ქალაქში, მათ შორის თბილისში გამართეს. მიმართვის ადრესატი პარლამეტში რეგიონული პოლიტიკის და თვითმმართველობის კომიტეტია, მთავრობაში კი რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტრო.

ისინი 7 ქალაქისთვის სტატუსის შეცვლას საბჭოთა რაიონების ტერიტორების მოწყობის აღდგენას ადარებენ. მათი განცხადებით, ხელისუფლებას უკვე მზად აქვს კანონპროექტი და მიმდინარეობს ზეწოლა 7 მუნიციპალიტეტის ადგილობრივ ხელისუფლებაზე, რომ საკრებულოებმა უმოკლეს ვადაში მხარი დაუჭირონ აღნიშნულ ინიციატივას.