ფარცხალაძე-თორდიას კატეგორიის საქმეებზე ეფექტური გამოძიება მოკლე დროში უნდა დასრულდეს

ფარცხალაძე-თორდიას კატეგორიის საქმეებზე ეფექტური გამოძიება მოკლე დროში უნდა დასრულდეს

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი კახი კახიშვილი მიიჩნევს, რომ ფარცხალაძე-თორდიას კატეგორიის საქმეებზე ეფექტური გამოძიების ჩატარება და დასრულება მოკლე დროშია საჭირო.

როგორც ჟურნალისტებს კახიშვილმა განუცხადა, აღნიშნულ საქმეზე ინფორმაცია იმ დოზით აქვს, რა დოზითაც მედიას, რადგან გამოძიებას არ აწარმოებს.

"განცხადება გაკეთდა, რომელიც სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს და გამოძიება დაიწყო. რა თქმა უნდა, ასეთი ტიპის კატეგორიის საქმეებზე საჭიროა მოკლე დროში, ეფექტური გამოძიების ჩატარება და დასრულება, რომ საზოგადოებამ შედეგი შეიტყოს", - განაცხადა კახიშვილმა.