გიორგი აბაშიშვილი ეკონომიკის თავისუფლების ინდექსზე: ევროკავშირის კანდიდატ ქვეყნებს არა თუ ვუსწრებთ, არამედ ახლოსაც ვერ მოვლენ საქართველოს მაჩვენებლებთან - როგორც საერთო სურათთან, ისე მთელ რიგ კომპონენტებთან მიმართებაში

გიორგი აბაშიშვილი ეკონომიკის თავისუფლების ინდექსზე: ევროკავშირის კანდიდატ ქვეყნებს არა თუ ვუსწრებთ, არამედ ახლოსაც ვერ მოვლენ საქართველოს მაჩვენებლებთან - როგორც საერთო სურათთან, ისე მთელ რიგ კომპონენტებთან მიმართებაში

ევროკავშირის კანდიდატ ქვეყნებს არა თუ ვუსწრებთ, არამედ ახლოსაც ვერ მოვლენ საქართველოს მაჩვენებლებთან - როგორც საერთო სურათთან, ისე მთელ რიგ კომპონენტებთან მიმართებაში, - განაცხადა „ბიზნეს ინსაიდერ საქართველოს“ დამფუძნებელმა გიორგი აბაშიშვილმა ეკონომიკის თავისუფლების ინდექსზე საუბრისას გადაცემაში „იმედის კვირა“.

„ევროკავშირის მთელ რიგ ქვეყნებს ძალიან გაუჭირდებათ ცალკეული პარამეტრების, მათ შორის გადასახადებთან მიმართებაში, ბიზნესის თავისუფლებასთან მიმართებაში, ფისკალურ პოლიტიკასთან მიმართებაში და ვაჭრობის თავისუფლებასთან მიმართებაში, რომ საქართველოს კრიტერიუმებთან მოვიდნენ. რაც კიდევ ერთხელ არის შედეგი იმის, რომ საქართველო არ აპირებს ვინმესთან შეჯიბრს ამ კონკრეტულ შემთხვევაში, საქართველო აპირებს საკუთარი პოლიტიკის განხორციელებას და საკუთარი პოლიტიკის განხორციელებით ვიღებთ სწორედ იმას, რომ ვართ ჯამში ევროპის ოცეულში, რაც გვაძლევს საშუალებას, რომ მთლიანად ევროპის მასშტაბით გავუსწროთ უამრავ ქვეყანა“, - აღნიშნა გიორგი აბაშიშვილმა.

„ბიზნეს ინსაიდერ საქართველოს“ დამფუძნებელმა ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ საქართველოში ბიზნესის თავისუფლების მაჩვენებელი კიდევ უფრო მეტად გაზრდილია ბოლო 12 წლის განმავლობაში.

„უახლეს კვლევაში, რაც განსაკუთრებით აღსანიშნავია არის ის, რომ საქართველოში ბიზნესის თავისუფლების მაჩვენებელი კიდევ უფრო მეტად გაზრდილია. ყოველთვის, როცა საუბრობენ ხოლმე ბიზნესის თავისუფლებაზე, ეს ასოცირდება სწორედ ამ ბოლო 12 წლის განმავლობაში არსებულ ვითარებასთან. როდესაც არ ხდება დაშინება, არ ხდება იძულება და ბიზნესი თავისუფლად მოქმედებს“, - დასძინა აბაშიშვილმა.