„ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, კაია კალასის განცხადებას სოციალურ ქსელში ეხმიანება. ამ უკანასკნელის თქმით, პუტინი აჩვენებს, რომ მას მშვიდობა არ აინტერესებს და ამიტომ უკრაინის სამხედრო მხარდაჭერა უნდა გაძლიერდეს.
ზურაბ ქადაგიძე წერს, რომ მისთვის გაუგებარია, როდის მერე დაკარგა პუტინისადმი ნდობა კაია კალასმა, რადგან მაშინ, როცა რუსეთის მიმართ ეკონომიკური სანქციები მოქმედებდა, ის და მისი მეუღლე რუსეთში ბიზნესს აწარმოებდა.
„პუტინის ინტერესები რაც არის, ჩვენ საკუთარ თავზე გვაქვს გამოცდილი და თქვენ როდიდან გაარკვიეთ ქალბატონო? ყველა სამშვიდობო მოლაპარაკების პერსპექტივა როცა დაბლოკეთ, სამი წლის განმავლობაში ვერაფერი დაუპირისპირეთ და სანქციების პარალელურად თქვენი ქმარი რუსეთში ბიზნეს რომ აწარმოებდა, თუ მას შემდეგ, რაც ამერიკის ვიცე-პრეზიდენტმა სარკეში ჩაგახედათ და საკუთარი ბინძური პოლიტიკა დაგანახათ?
რომელი უფრო დიდი ნაძირალაა - ეს ესტონელი „ჩარჩი", თუ ტერორისტების დაქალი, გერმანელი „ენჯეოშნიცა" - ბერბოკი? საკითხავი ეგ არის," - წერს ზურაბ ქადაგიძე.