მეუღლესთან ყოველი შეხვედრა ორივესთვის ზეიმი უნდა იყოს, ერთმანეთის მონატრების გრძნობა არ უნდა დაკარგოთ

მეუღლესთან ყოველი შეხვედრა ორივესთვის ზეიმი უნდა იყოს, ერთმანეთის მონატრების გრძნობა არ უნდა დაკარგოთ

იცოდეთ, მიუხედავად დიდი სიყვარულისა, ბოლომდე არ უნდა გაუშინაურდეთ ერთმანეთს, - ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესის და უნეტარესის ილია მეორის მიერ დაწერილ წინასიტყვაობაშია ნათქვამი, რომელიც პერიოდულ ჟურნალში “ბედნიერი ოჯახი” დაიბეჭდა.

აღნიშნული ჟურნალი დღეს სამების საკათედრო ტაძარში შეკრებილ მრევლს საჩუქრად დაურიგდა.

პატრიარქის წინასიტყვაობა საზოგადოებას მეუფე დანიელმა წაუკითხა.

უწმინდესი ქმარსა და ცოლს მიმართავს.

“იცოდეთ, მიუხედავად დიდი სიყვარულისა, ბოლომდე არ უნდა გაუშინაურდეთ ერთმანეთს. ეს უნდა ემჩნეოდეს თქვენს საუბარს, ჩაცმას, გარეგნობას, ქცევას... თქვენში მუდამ უნდა იყოს რაღაც მიუწვდომელი, ამასთან, მეუღლესთან ყოველი შეხვედრა ორივესთვის ზეიმი უნდა იყოს. ერთმანეთის მონატრების გრძნობა არ უნდა დაკარგოთ (ძველ დროს, საერთოდაც ცოლ-ქმარს ცალ-ცალკე ოთახებში ეძინათ და მათი შეხვედრა იყო დიდი სიხარული), თუმცა ხანგრძლივი განშორებაც არ შეიძლება და ყველაფერში ოქროს შუალედი უნდა დაიცვათ”, - ნათქვამია პატრიარქის წინასიტყვაობაში.