ოთარ ფარცხალაძეს გამოძიებასთან დასამალი არაფერი აქვს

ოთარ ფარცხალაძეს გამოძიებასთან დასამალი არაფერი აქვს

გამოძიებას მივაწვდით იმ ინფორმაციას, რაც საკუთარი თვალით ნახა ოთარ ფარცხალაძემ, - ამის შესახებ ძველი თბილისის პირველ განყოფილებაში შესვლამდე ჟურნალისტებს ყოფილი მთავარი პროკურორის, ოთარ ფარცხალაძის ადვოკატმა გაგი მოსიაშვილმა განუცხადა.

მისივე თქმით, ფარცხალაძეს საგამოძიებო უწყებისთვის დასამალი არაფერი აქვს.

„ოთარ ფარცხალაძე პირველივე დაძახებისთანავე გამოცხადდა საგამოძიებო ორგანოში. ჩვენ მივცემთ იმ ინფორმაციას, რაც საკუთარი თვალით ნახა ოთარ ფარცხალაძემ. ჩვენ ვთანამშრომლობთ გამოძიებასთან. ოთარ ფარცხალაძეს გამოძიებასთან რაიმე დასამალი არ აქვს“, - განაცხადა ადვოკატმა.

ოთარ ფარცხალაძე ადვოკატთან ერთად საგამოძიებო უწყებაში რამდენიმე წუთის წინ მივიდა. მას სახელმწიფო აუდიტის სამსახურის უფროს ლაშა თორდიასთან დაპირისპირების საქმეზე გამოკითხავენ.